ვიქტორინა - "ევროპა"

დღეს ლიცეუმში ენების ევროპულ დღესთან დაკავშირებით ვიქტორინა გაიმართა.
 
ვიქტორინაში მონაწილეობდნენ მეორე სასწავლო კურსის კადეტებისაგან დაკომპლექტებული ჯგუფები. ევროპულ ენებთან და ევროპასთან დაკავშირებული კითხვები სხვადასხვა საგნის როგორც პროგრამული, ასევე, დამატებითი, არასაპროგრამო მასალის ცოდნას მოითხოვდა. კადეტებმა განსხვავებული სირთულის ორმოცამდე თემატურ შეკითხვას უპასუხეს.
ვიქტორინაში გამარჯვებულის ტიტული მოიპოვა გუნდმა „ნიკემ“. გამარჯვებულ გუნდს და ვიქტორინის ყველა მონაწილეს გადაეცემათ სიმბოლური საჩუქრები.
 
ღონისძიება ფრანგული ენის პედაგოგის მირანდა ლომიძის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით ჩატარდა. ვიქტორინის კითხვების შედგენაში ლიცეუმის სხვადასხვა საგნის პედაგოგები მონაწილეობდნენ.
 
ფოტო გალერეა