ვიცე-პოლკოვნიკი სერგო ნინუა სრუმრად ლიცეუმში

  დღეს, კადეტებს ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლის მოვალეობის შემსრულებელი, ვიცე-პოლკოვნიკი სერგო ნინუა შეხვდა და მათ სარდლობის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში დასრულდა. კადეტებმა მიიღეს ამომწურავი პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე. ვიცე-პოლკოვნიკ სერგო ნინუას ლიცეუმში ვიზიტი სპიკერების პროგრამის ფარგლებში მოეწყო. პროგრამა ხორციელდება ლიცეუმის სასწავლო დაგეგმარებისა და მონიტორინგის განყოფილების მიერ.

ფოტო გალერეა