ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება

   დღეს, სსიპ - გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმსა და სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორმა, პოლკოვნიკმა შალვა ძინძიბაძემ და ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ მოაწერეს.

   მემორანდუმის გაფორმებამდე აკადემიის რექტორი კადეტებს შეხვდა. უმაღლესი სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი ახალგაზრდებს აკადემიაში არსებული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ესაუბრა და მათ შეკითხვებსაც ამომწურავი პასუხები გასცა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კლუბში შეკრებილ საზოგადოებას ლიცეუმის დირექტორმა, პოლკოვნიკმა შალვა ძინძიბაძემ მემორანდუმის მიზნები და ამოცანები გააცნო. აღნიშნული მემორანდუმის მიზანია მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავება, რაც ითვალისწინებს ერთობლივ წვრთნებსა და სწავლებებს, სამეცნიერო-კვლევით, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს, ასევე კადეტთა და იუნკერთა გაცვლით პროგრამებს. რაც მთავარია მემორანდუმის საფუძველზე, მოხდება ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში კადეტთა მიღების პროცედურების გამარტივება. „ეს არის ნდობა ორ ინსტიტუტს შორის და პრივილეგია კადეტისათვის გამოირჩეოდეს სამწლიანი სამხედრო ცხოვრების შემდეგ სხვა აბიტურიენტებისაგან. ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვანი საწინდარია იმისა, რომ ერთად აღვზარდოთ კვალიფიციური და წარმატებული ოფიცრები“ - განაცხადა პოლკოვნიკმა შალვა ძინძიბაძემ.

ფოტო გალერეა