ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

 კადეტთა სამხედრო ლიცეუმსა და პოლონეთის, ქალაქ პოზნანის „სავაჭრო სკოლა-კომპლექსს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ლიცეუმის დირექტორმა პოლკოვნიკმა შალვა ძინძიბაძემ და და სავაჭრო სკოლა-კომპლექსის დირექტორმა ანჟეი კაჩმარეკიმ მოაწერეს. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებას, რაც ითვალისწინებს ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტებსა და გაცვლით პროგრამებს.

ფოტო გალერეა