ლიცეუმის ოფიციალური დელეგაცია ქალაქ ლვოვის სამხედრო ლიცეუმში ვიზიტის ფარგლებში უკრაინის დამცველთა დღისა და პირველკურსელთა ფიცის დადებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ლვოვის სამხედრო ლიცეუმის პირველკურსელებს და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა. მან ყურადღება ვიზიტისა და ღონისძიების მნიშვნელობაზე გაამახვილა.
„მოხარული ვარ მოგილოცოთ ეს მნიშვნელოვანი დღე. დღეს ფიცის დადებით თქვენ დაამტკიცეთ, რომ მზად ხართ ღირსეულად ატაროთ თქვენი ქვეყნის სამხედრო ფორმა. აქვე მინდა ხაზი გავუსვა კადეტთა სამხედრო ლიცეუმისა და ლვოვის სამხედრო ლიცეუმის თანამშრომლობის დაწყებას, რომლის მთავარი ფიგურა სწორედ თქვენ, კადეტები ხართ. ურთიერთთანამშრომლობა ხელს შეუწყობს კადეტთა განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას, ჩვენი ქვეყნების კულტურული ფასეულობების ცნობადობის ამაღლებასა და ადამიანური ღირებულებებისა გაზრდას“ - აღნიშნა ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა.
ღონისძიებას ქართულ დელეგაციასთან ერთად, ადგილობრივი და ლიეტუის სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიების დასრულების შემდეგ მასპინძელმა მხარემ კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლებს ლვოვის ისტორიული და კულტურული ძეგლები გააცნო.