თავდაცვის ძალების დღე

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბატონი გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ბატონი ზვიად შალამბერიძე, ქ.ქუთაისის მერი ბატონი იოსებ ხახალეიშვილი, სხვადასხვა ბრიგადის მეთაურები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ღონისძიებაზე კადეტებმა საქართველოს ისტორიული წარსული, ჩვენი ქვეყნის გმირები და თავდაცვის ძალების ისტორია გაიხსენეს. წარმოადგინეს სხვადასხვა მხატვრული, მუსიკალური და საცეკვაო ნომრები.
კადეტებს სიტყვით თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბატონმა გრიგოლ გიორგაძემ მიმართა და მადლობა გადაუხადა ამაღელვებელი და ემოციური წარმოდგენისათვის.

“ვულოცავ კადეტთა სამხედრო ლიცეუმს და თავდაცვის ძალებს 30 წლის იუბილეს. კადეტებთან სტუმრობა ერთ-ერთი ბედნიერი დღე არის ჩემს ცხოვრებაში, აღფრთოვანებული ვარ კადეტთა შემართებით, მოტივაციით და მომზადების დონით. ვუყურებ მათ და მჯერა, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავს საიმედო მომავალი თაობა“- აღნიშნა ბატონმა გრიგოლ გიორგაძემ.
ღონისძიების დასრულების შემდეგ სტუმრებმა ლიცეუმის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

ღონისძიება ლიცეუმის პედაგოგ ნინო გედენიძისა და ესთეტიკური აღზრდის ხელმძღვანელ მანანა რუხაიას ორგანიზებით განხორციელდა

ფოტო გალერეა