ინტელექტუალური თამაშის "რა?სად?როდის?" ფინალი

დღეს ლიცეუმში ინტელექტუალური თამაშის -„რა?სად? როდის?“ ფინალი გაიმართა.

ფინალური ტურში ერთმანეთს მეორე და პირველი სასწავლო კურსების გამარჯვებული გუნდები: „ფენიქსი“ და „ჯიქები“ დაუპირისპირდნენ. გონებრივ ბრძოლაში პირველობას არცერთი გუნდი არ თმობდა. საბოლოოდ საუკეთესო მოაზროვნე გუნდის ტიტული მოიპოვა პირველი სასწავლო კურსის მეოთხე სასწავლო ჯგუფის გუნდმა - „ჯიქები“.

გამარჯვებულ გუნდს სიმბოლური საჩუქარი- „გარდამავალი ბუ“ გადეცა. გუნდის წევრები კი სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

ლიცეუმში ინტელექტუალურ თამაშის ორგანიზატორია ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლალი ლარცულიანი.

ფოტო გალერეა