სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება

დღეს კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ჩატარებული სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული კადეტების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
ლიცეუმში ეტაპობრივად მიმდინარეობდა ფეხბურთის, კალათბურთისა და მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატები. ნახევარფინალური და ფინალური ტურების შედეგად გამოვლინდნენ საპრიზო ადგილის მფლობელი გუნდები და კადეტები (https://bit.ly/3va4Q11) .
გამარჯვებულები თასებით, მედლებითა და სერტიფიკატებით კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ხელმძღვანელობამ დააჯილდოვა.

ლიცეუმში სპორტულ ღონისძიებებს ხელმძღვანელობს სპორტის მასწავლებელი კობა ვერულაშვილი. 

ფოტო გალერეა