შემოქმედებითი ოლიმპიადა

კადეტებმა მოსწავლეთა შემოქმედებით ოლიმპიადაში საპრიზო ადგილები დაიკავეს. მათ მონაწილეობა მიიღეს ოთხ სხვადასხვა კატეგორიაში: ესტრადა, ხალხური სიმღერა, ზეპირსიტყვიერაბა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება. კადეტებმა ოთხივე კატეგორიაში მიაღწიეს წარმატებას.
 
1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ქუთაისის ცენტრალურ ბაღში გალა კონცერტი და მოსწავლეთა შემოქმედებითი ოლიმპიადის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
 
ზეპირსიტყვიერებაში კადეტმა მარიამ ფანცულაიამ პირველი ადგილი დაიკავა, კადეტ გოგონათა ანსამბლმა, შემდეგი შემადგენლობით: მარიამ მაზმიშვილი, ქრისტინე ხასაია, ანა იობიძე, ელენე ბეჟანიშვილი, მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა, ასევე, მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში წარდგენილმა ლუკა ვაშაყმაძის ნახატმა. ჟიურის სიმპატია დაიმსახურა კადეტმა მარიამ მაზმიშვილმა. მათ ქუთაისის მერიისაგან დიპლომები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ.
 
კადეტების შემოქმედებითი ოლიმპიადისთვის მომზადება უზრუნველყვეს: მუსიკის მასწავლებელმა ნინო გედენიძემ, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ია დანელიამ და ხატვის მასწავლებელმა თეა სულაბერიძემ.
 
მოსწავლეთა შემოქმედებითი ოლიმპიადა ქუთაისის მერიის ორგანიზებით ტარდება და მასში ქუთაისის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები ღებულობენ მონაწილეობას.
 
ფოტო გალერეა