„სწავლების ხარისხის განვითარების კულტურა სამხედრო განათლებაში“

   კადეტთა სამხედრო ლიცეუმში, პროექტის ,,სწავლების ხარისხის განვითარების კულტურა სამხედრო განათლებაში, საქართველოში“ პრეზენტაცია და პირველი სამუშაო შეხვედრა შედგა. პრეზენტაცია პროექტის ავტორმა, აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, მარაიმ დარბაიძემ და პროექტის კოორდიანტორმა, უფროსმა ლეიტენანტმა გიორგი ქავთარაძემ წარმოადგინეს. ,,აღსანიშნავია, რომ საგანმანათლებლო პროცესში სწავლების ხარისხის განვითარების კულტურა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ფაქტორია სწავლის შედეგებზე გასასვლელად. მნიშვნელოვანია აღნიშნული პროცესის შესწავლა სამხედრო განათლების მაგალითზე, რადგან სამხედრო განათლება სპეციფიკური და ექსკლუზიურია. აქ ხდება სამოქალაქო და სამხედრო კომპონენტების სინთეზი. შესაბამისად, განსხავებულია სწავლების ხარისხის განვითარების შეფასების მექანიზმები. განსხავავებულია მარეგულირებელი წესები. გამომდინარე აქედან, პროექტი მნიშვნელოვანია და აქტუალური,“- განაცხადა ქალბატონმა მარიამ დარბაიძემ. პროექტი ინიცირებულია დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ და მიზნად ისახავს სწავლების ხარისხის უზურნველყოფის მეთოდოლოგიის შესახებ გამოცდილების გაზიარებას. პროექტში მონაწილეობს როგორც კადეტთა სამხედრო ლიცეუმი, ასევე ის უცხოეთის სამხედრო-საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებთანაც ეროვნული თავდაცვის აკადემიას აქვს გაფორმებული მემორანდუმი. პროექტი სხვადასხვა სამეცნიერო-საგანმანათლებლო და კვლევით აქტივობებთან ერთად გაცვლით პროგრამებასც გულისხმობს. დასრულების შემდგომ იგეგმება სამხედრო განათლებაში ხარისხის სახელმძღვანელოს გაიდის მომზადება.

ფოტო გალერეა