საველე-სამხედრო სწავლება

კადეტებისათვის ლიცეუმის სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საველე-სამხედრო სწავლებები დაიწყო.
 
დღეიდან პირველი და მეორე სასწავლო კურსის კადეტები დაწყებითი სამხედრო მომზადების კურსზე შესწავლილ თეორიულ ცოდნას პრაქტიკაში გამოიყენებენ. ისინი ორი კვირის განმავლობაში, ყოველდღიურად შეასრულებენ სხვადასხვა ტიპისა და სირთულის დავალებებს.
 
სამხედრო-საველე სწავლებაში ჩართული არიან როგორც ლიცეუმის სამხედრო მოსამსახურეები, ასევე საჩხერის სამთო მომზადების სკოლის, ეროვნული თავდაცვის აკადემიის, მეორე ქვეითი ბრიგადის სამედიცინო ქვედანაყოფის, საინჟინრო-საბრძოლო ბატალიონისა და სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეები. საცეცხლე მომზადება, ინდივიდუალური გადაადგილების ხერხები, მარშირება, აზიმუტით მოძრაობა, რუკაზე ორიენტირება, კამუფლირება, პოზიციების მოწყობა, დანაღმულ ველზე გადაადგილების ხერხები, კლდეზე ცოცვა, კლდიდან თოკით დაშვება, პეინტბოლი, პირველადი სამედიცინო დახმარება, ღამის პატრულირება და ბევრი სხვა ოპერაციები, რომელსაც კადეტები სამხედრო მოსამსახურეების დახმარებით შეასრულებენ. დატვირთული დღის ბოლოს კი გაიმართება სახალისო შეჯიბრებები სასწავლო კურსის ჯგუფებსა და სასწავლო კურსებს შორის.
 
კურსის წარმატებით გავლა კადეტებმა ტესტირებაში მიღებული ქულებით უნდა დაადასტურონ.
 
წელს სამხედრო-საველე სასწავლებებს ხელმძღვანელობს სასწავლო კურსის უფროსი მაიორი გენადი ჯიბლაძე.
ლიცეუმში კადეტები ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებთან ერთად დაწყებით სამხედრო მომზადების კურსს გადიან. თეორიული და პრაქტიკული კურსის გავლის შემდეგ კადეტები ეუფლებიან საბაზისო სამხედრო უნარ-ჩვევებს. თეორიული ცოდნის ტრანსფერი ხდება როგორც თანამედროვე სიმულაციური სისტემებით აღჭურვილ დაწყებითი სამხედრო მომზადების ცენტრში, ასევე სამხედრო-საველე სწავლებების დროს. ლიცეუმის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული დაწყებითი სამხედრო მომზადების გავლის დამადასტურებელ დოკუმენტს მიიღებს. 
 
ფოტო გალერეა