ვიცე-პოლკოვნიკ ლაშა დავითაძის საჯარო ლექცია

საქართველოს თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში თავდაცვის ძალების შესახებ ლექცია გაიმართა. J-5 სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის სამხედრო სტრატეგიისა და ძალთა დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ლაშა დავითაძემ სამხედრო ისტორიის, თავდაცვის ძალების, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და თანამედროვე გამოწვევების შესახებ კადეტებს პრეზენტაცია წარუდგინა. ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმით დასრულდა. ღონისძიების პარალელურად, კადეტთა სამხედრო ლიცეუმში საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების ამსახველი ფოტოები გამოიფინა.

30 აპრილს საქართველოს თავდაცვის ძალები 30 წლის ხდება. საიუბილეო ღონისძიებებს თავდაცვის უწყება პრეკამპანიის ფარგლებში მართავს.

ფოტო გალერეა