საახალწლო ღონისძიება

   ლიცეუმში საახალწლო კონცერტი გაიმართა. ღონისძიებას ლიცეუმის დირექცია, პედაგოგები, სამხედრო მოსამსახურეები და კადეტები ესწრებოდნენ. ლექსებით, სხვადასხვა ქორეოგრაფიული ნომრებითა და სიმღერებით მიულოცეს კადეტებმა დამდეგი შობა-ახალი წელი დამსწრე საზოგადოებას. მათ წარმოდგენილი მრავალფეროვანი სანახაობით ნამდვილი სადღესასწაულო განწყობა შექმნეს. წლევანდელი ღონისძიება განსაკუთრებულად გამორჩეული იყო საუკეთესო მუსიკალური ნომრებით. ღონისძიების დასრულების შემდეგ ლიცეუმის დირექტორმა შალვა ძინძიბაძემ პირად შემადგენლობას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. საახალწლო კონცერტი საზეიმო ტორტის გაჭრით დასრულდა. დღესვე ლიცეუმის დირექტორმა პოლკოვნიკმა შალვა ძინძიბაძემ პედაგოგებს, რომლებმაც წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვეს, სერტიფიკატები საზეიმო ვითარებაში გადასცა და წარმატებები უსურვა. საახალწლო ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ პედაგოგი ნინო გედენიძე და ესთეტიკური აღზრდის ხელმძღვანელი მანანა რუხაია.

ფოტო გალერეა