სახალწლო ღონისძიება

   დღეს, ლიცეუმში საახალწლო კონცერტი გამართა. ღონისძიებას ლიცეუმის თანამშრომლები და სამივე სასწავლო კურსის კადეტები ესწრებოდნენ. ლექსებით, სხვადასხვა ქორეოგრაფიული ნომრებითა და სიმღერებით მიულოცეს კადეტებმა დამდეგი შობა-ახალი წელი დამსწრე საზოგადოებას. მათ წარმოდგენილი მრავალფეროვანი სანახაობით ნამდვილი სადღესასწაულო განწყობა შექმნეს. კონცერტის დასრულების შემდეგ, შიდა სპორტული შეჯიბრებების გამარჯვებულ კადეტთა დაჯილდოებისა და პირადი შემადგენლობის წახალისების ცერემონიალი შედგა. ღონისძიება სადღესასწაულო ტორტის გაჭრით დასრულდა.

ფოტო გალერეა