საახალწლო ნაძვის ხის ანთების ღონისძიება

ლიცეუმში საახალწლო ნაძვის ხის ანთების ღონისძიება გაიმართა.
 
ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი, თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალი ბრიგადის გენერალი კახა ტაბატაძე, თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური, ლიცეუმის დირექციის წარმომადგენლები, ლიცეუმის პირადი შემადგენლობა და მათი ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
 
საახალწლო ნაძვის ხის ანთებამდე კადეტებმა მუსიკალური და მხატვრული ნომრები წარმოადგინეს.
 
ღონისძიებას საფუძველი გასულ წელს ჩაეყარა და ტრადიციად დამკვიდრდა.
 
საახალწლო განწყობის შესაქმნელად ლიცეუმის ტერიტორია სპეციალური განათებებითა და საახალწლო აქსესუარებითაა მორთული.
 
ფოტო გალერეა