დღეს ლიცეუმში პროექტის -„საქართველოს ისტორიის ბედკრულ ლაბირინთებში“ პირველი ეტაპის პრეზენტაცია შედგა.
პრეზენტაციას ლიცეუმის დირექციის წარმომადგენლები, სასწავლო კურსის უფროსები, მასწავლებლები და კადეტები ესწრებოდნენ.
მეორე სასწავლო კურსის კადეტებმა მეფე არჩილ II-ის მეფობის, მისი ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამეცნიერო-ლიტერატურული მოღვაწეობის შესახებ ისაუბრეს. ასევე, მცირე თეატრალური წარმოდგენით გააცოცხლეს მისი მეფობის პერიოდში საქართველოში არსებული მდგომარეობა.
პროექტი ლიცეუმის ისტორიის მასწავლებლების ინიციატივით ორი საგნის: ისტორიისა და ქართულის ინტეგრირებით განხორციელდა. პროექტს ხელმძღვანელობდნენ მასწავლებლები: ზინა ბუბუტეიშვილი, გიგა ბასილაძე და ნინო დანგაძე.
პროექტი გრძელვადიანია, რომლის მიზანია კადეტებს გააცნოს საქართველოს ის მეფეები და მნიშვნელოვანი ისტორიული პირები, რომელთა მოღვაწეობის შესახებ მცირე ინფორმაცია არის მოცემული სასწავლო პროგრამაში.