პროექტი - „ვეფხისტყაოსანი - რეალური თუ ირეალური?“

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში პროექტი - „ვეფხისტყაოსანი - რეალური თუ ირეალური?“ განხორციელდა.
პროექტის პრეზენტაციას ლიცეუმის დირექციის წარმომადგენლები, სამხედრო მოსამსახურეები, პედაგოგები და კადეტები დაესწრნენ.
 
კადეტებმა პრეზენტაციის, მცირე ინსცენირებისა თუ მხატვრული ნამუშევრების სახით წარმოადგინეს თავიანთი შეხედულებები პოემის გმირების და გეოგრაფიული არეალის სინამდვილესთან დაკავშირებით, საინტერესო მიგნებებით შეაფასეს პოემაში მოცემული საბრძოლო სტრატეგიები და ტაქტიკა, გაავლეს პარალელი თანამედროვე სამხედრო ხელოვნებასთან.
 
პროექტის ფარგლებში პირველი სასწავლო კურსის კადეტმა მალიმა ჩიხლაძემ საკუთარი ნახატებით ილუსტრირებული ორიგინალური ნამუშევარი შექმნა, რომელსაც წიგნის სახე მისცა.
 
პროექტი ორ ეტაპად განხორციელდა. პროექტის მეორე ეტაპი სახალისო ვიქტორინასა და ინეტელექტუალურ თამაშს - „რა?სად?როდის? დაეთმო.
 
ინტელექტუალურ შეჯიბრში პირველი სასწავლო კურსის ხუთივე სასწავლო ჯგუფიდან წარმოდგენილი გუნდები: „ავაზა“, „ლომები“, „მგლები“, „ჯიქები“, „ლეოპარდი“ მონაწილეობდნენ. საინტერესო თამაშის შედეგად გამარჯვებულის ტიტული მოიპოვა მეოთხე სასწავლო ჯგუფმა - „ჯიქები“.
 
პროექტი მასწავლებელ ლალი ლარცულიანის ავტორობითა და ორგანიზებით განხორციელდა.
 
პროექტის მონაწილეებისა და წარმოდგენილი პრეზენტაციების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://bit.ly/3g5X3ei
 
ფოტო გალერეა