პოლონელი პარტნიორების ვიზიტი

დღეს კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სტუმრად იმყოფებოდნენ პოლონეთის, ქალაქ პოზნანის სასწავლებლების ხელმძღვანელი პირები.
 
ლიცეუმში ვიზიტი მისასალმებელი შეხვედრით დაიწყო. სტუმრებს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორი პოლკოვნიკი მალხაზ გოლეთიანი და ლიცეუმის დირექციის წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრაზე ვიზიტის მნიშვნელობასა და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე გამახვილდა ყურადღება.
 
ვიზიტი ლიცეუმის სასწავლო გარემოს გაცნობით გაგრძელდა. სტუმრებმა დაწყებითი სამხედრო მომზადების ცენტრი, სპორტდარბაზი, საბუნებისმეტყველო და რობოტექნიკის ლაბორატორიები დაათვალიერეს. ისინი რობოტექნიკის საჩვენებელ გაკვეთილს დაესწრნენ. მათ მონაწილეობა მიიღეს კადეტების მიერ წარმოდგენილ ქიმიისა და ფიზიკის ექსპერიმენტებში.
მოგვიანებით სტუმრებს კადეტებმა პოლონეთის არმიაში მყოფი ქართველი ოფიცრებისა და საქართველოში მოღვაწე პოლონელების შესახებ პრეზენტაციები წარუდგინეს, ასევე, მუსიკალური და ქორეოგრაფიული წარმოდგენით გააცნეს სტუმრებს ქართული ფოლკლორი.
 
ლიცეუმში პოლონური დელეგაციის ვიზიტი ლიცეუმსა და პოლონეთის, ქალაქ პოზნანის სავაჭრო სკოლა კომპლექსს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე განხორციელდა.
 
ფოტო გალერეა