ონლაინ შეხვედრა ლვოვის სამხედრო ლიცეუმთან

დღეს ონლაინ რეჟიმში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორს ვიცე-პოლკოვნიკ მალხაზ გოლეთიანსა და უკრაინის, ქალაქ ლვოვის სამხედრო ლიცეუმის დირექტორის მოადგილე ვიცე-პოლკოვნიკ ტარას გრიცევიჩს შორის.
ხელმძღვანელებმა ერთმანეთს გააცნეს სასწავლებლების სტრუქტურა და საგანმანათლებლო პროცესის სპეციფიკა, ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე.
მხარეები შეთანხმდნენ უახლოეს მომავალში შეხვედრასა და კონკრეტული წინადადებების წარდგენაზე.