ლიცეუმი აცხადებს მოსწავლეთა მიღებას

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი აცხადებს მოსწავლეთა მიღებას 2021-2022 სასწავლო წლისათვის

ლიცეუმში მიიღებიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეები, რომლებიც 2020-2021 სასწავლო წელს დაამთავრებენ ზოგადი განათლების საბაზო საფეხურს (IX კლასი) და დააკმაყოფილებენ შესარჩევი კონკურსის პირობებს.

საბუთების მიღება იწარმოებს 2021 წლის 21 ივნისიდან 4 ივლისამდე ყოველდღიურად გარდა კვირა დღისა, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ლიცეუმში (მისამართი: ქ. ქუთაისი ავტომშენებლის №51).

საბუთების მიმღებ კომისიაზე უნდა გამოცხადდეს, როგორც მოსწავლე ასევე, ერთ-ერთი მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი (წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტით) და წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

✔️მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) განცხადება მოსწავლის მიღების შესახებ;
✔️მშობლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის დედანი და ასლი;
✔️მოსწავლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის დედანი და ასლი;
✔️მოსწავლის დაბადების მოწმობის დედანი და ასლი;
✔️ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა #100);
✔️ცნობა ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებიდან ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის (IX კლასი) მიმდინარე წელს დამთავრების შესახებ;
✔️მონაცემები მოსწავლის წლიური (IXკლასი) შეფასების შესახებ და დახასიათება ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებიდან;
✔️მოსწავლის ავტობიოგრაფია;
✔️ფერადი სურათი 3/4-ზე (2 ცალი).

გაითვალისწინეთ: რეგისტრაციაზე გამოცხადებულმა პირებმა უნდა დაიცვათ ქვეყანაში არსებული რეგულაციების წესები- აუცილებელია იქონიოთ პირბადე და ხელთათმანი.

რეგისტრირებულ მოსწავლეს ჩასაბარებელი ექნება მათემატიკისა და ზოგადი უნარების (ვერბალური და მათემატიკური ნაწილები) ტესტები. გამოცდების თარიღები და ჩატარების ადგილები გამოქვეყნდება მოგვიანებით.