მოსწავლეთა ფრანგულენოვანი კონფერენცია

კადეტთა გუნდმა საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ ფრანგულენოვან მოსწავლეთა კონფერენციაში პირველი ადგილი დაიკავა.
 
"დიმიტრი ამილახვარი - თავისუფლების ჯვაროსანი"- ამ სახელწოდებით წარადგინეს კადეტებმა თავიანთი საკონფერენციო კვლევა. მათმა ნამუშევარმა და ნამუშევრის წარდგენამ კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილებით პირველი ადგილი დაიკავა. კადეტებს შესაბამისი სიმბოლური საჩუქარი და სერტიფიკატები გადაეცათ.
 
კადეტთა გუნდის შემადგენლობაში შედიოდნენ კადეტები: გიორგი ჯღარკავა, ელენე ბეჟანიშვილი, დავით ინანეიშვილი, თეკლა კინწურაშვილი, თომა გოგიაშვილი, ხატია მალიშავა. მათ ხელმძღვანელობდნენ ლიცეუმის ფრანგული ენის მასწავლებელი მირანდა ლომიძე და ისტორიის მასწავლებელი გიგა ბასილაძე.
 
მოსწავლეთა კონფერენცია - "ფრანგულ-ქართული ურთიერთობების უცნობი ეპიზოდები" საქართველოს ფრანგული ინსტიტუტისა და თბილისის N23 სკოლის ორგანიზებით ჩატარდა. კონფერენციის მხარდამჭერები არიან: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საფრანგეთის საელჩო და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
 
კონფერენციაში მონაწილეობა შეეძლო მოსწავლეს ან მოსწავლეთა გუნდს. მათ უნდა ეკვლიათ ფრანგულ-ქართული ურთიერთობების უცნობი ეპიზოდები სხვადასხვა სფეროში: მეცნიერება, კულტურა, განათლება, დიპლომატია და სხვა.
 
ფოტო გალერეა