მასწავლებლის საერთაშორისო დღე

დღეს ლიცეუმში მასწავლებელთა საერთაშორისო დღე აღინიშნა.

მასწავლებელთა პირად შემადგენლობას პროფესიული დღე მიულოცა კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ხელმძღვანელობამ. ლიცეუმის დირექტორმა პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა სიტყვით მიმართვისას პედაგოგთა ღვაწლზე გაამახვილა ყურადღება და მადლობა გადაუხადა მათ ლიცეუმის წარმატებაში შეტანილი წვლილისათვის.

ღონისძიება მასწავლებელთა დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. მასწავლებლები 2021-2022 სასწავლო წლის შედეგების მიხედვით მიღწეული წარმატებისთვის გენერალ გიორგი კვინიტაძის სკულპტურითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.

მოგვიანებით კადეტებმა მცირე პერფომანსი წარმოადგინეს. მათ სხვადასხვა ფილმებში წარმოდგენილი მასწავლებელთა სახეები გააცოცხლეს და გულთბილი სიტყვებით მიულოცეს მასწავლებლებს ეს დღე.

ღონისძიებას კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექციის წარმომადგენლები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.
ღონისძიება კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექციის ინიციატივითა და საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა.

ფოტო გალერეა