კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მასწავლებლები ქუთაისის მერიამ დააჯილდოვა.
მასწავლებლები ქალთამზე მელქაძე და ბელა აკობიძე ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა 2021-2022 სასწავლო წელს წარმატებული და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის სიგელებითა და ფულადი პრიზით დააჯილდოვა.
ქუთაისის მერიამ მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საგანმანათლებლო საქმიანობაში შეტანილი ხანგრძლივი და განსაკუთრებული წვლილისთვის ქუთაისის ამაგდარი და ღვაწლმოსილი პედაგოგები სამკერდე ნიშნებით, სიგელებითა და ფულადი პრიზით დააჯილდოვა.