სასწავლო -კვლევითი კონფერენცია

მეორე სასწავლო კურსის კადეტმა ალექსანდრე გვაზავამ მოსწავლეთა 75-ე სასწავლო-კვლევით კონფერენციაში გაიმარჯვა.
"პროგრესის ტრამპლინი"- ამ სახელწოდებით, გეოგრაფია-ტურიზმის სექციაში წარდგენილმა ნაშრომმა კადეტ ალექსანდრე გვაზავას წარმატება მოუტანა და პირველი საპრიზო ადგილი დაიკავა. კადეტის სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს ხელმძღვანელობდა მასწავლებელი მურმან სურმავა.
 
წელს კადეტთა სამხედრო ლიცეუმიდან სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაში მონაწილეობა ორმა კადეტმა: ალექსანდრე გვაზავამ და თომა გოგიაშვილმა მიიღო. მათ ნამუშევრები გეოგრაფია-ტურიზმის სექციაში წარადგინეს, კონფერენციის შესარჩევი ეტაპები წარმატებით გაიარეს და დასკვნით ფინალურ ეტაპზე საკუთარი ნაშრომები მაღალ დონეზე წარადგინეს.
"მომავალი, რომელიც ჩვენ გვსურს" - ნაშრომის ავტორმა, კადეტმა თომა გოგიაშვილმა მრავლისმომცველი და კრეატიული ნაშრომისათვის განსაკუთრებული ჯილდო დაიმსახურა. მას ფასილიტაციას მასწავლებელი ია დანელია უწევდა.
 
კონფერენციაში, რომელსაც ეროვნული სასახლე ხელმძღვანელობდა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ერთი თემის: "მდგრადი განვითარების მიზნების ხელშეწყობისა და თანამედროვე გლობალური პრობლემური საკითხების გადაჭრა" ირგვლივ მოსწავლეებს თავიანთი სამეცნიერო ნაშრომები შეეძლოთ ათი სხვადასხვა სექციიდან მათთვის სასურველ სექციაში წარედგინათ.
 
ფოტო გალერეა