კადეტთა ვიზიტი საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში

საველე-სამხედრო სწავლების ფარგლებში კადეტები ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში იმყოფებოდნენ.

თავდაპირველად კადეტებს სკოლის ხელმძღვანელი ვიცე-პოლკოვნიკი ივანე ცხადაძე და მთავარი სერჟანტი, მასტერ სერჟანტი თეიმურაზ გოგოლაძე შეხვდათ. კადეტებმა სკოლის საქმიანობისა და წარმატებების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ სამთო აღჭურვილობა და ბაზის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

დღის მეორე ნახევარში სამთო სკოლის სამხედრო მოსამსახურეებმა კლდიდან დაშვებისა და კლდეზე ცოცვის სწავლებები ჩაატარეს. ვიზიტის ფარგლებში კადეტებმაც სცადეს კლდეზე ცოცვა და კლდიდან დაშვება.

ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლა ეტაპობრივად რამდენიმე დღის განმავლობაში მასპინძლობდა კადეტებს.

ფოტო გალერეა