კადეტებმა მერაბ გაგნიძემ, მარიამ სოფრომაძემ და ნიკა მოსაშვილმა კადეტთა საერთაშორისო კვირეულში მიიღეს მონაწილეობა.
რიგით მეექვსე საერთაშორისო კვირეული ეროვნული თავდაცვის აკადემიის მიერ იყო ორგანიზებული და ექვსი ქვეყნის სამხედრო აკადემიის კადეტებთან ერთად, ადგილობრივი პარტნიორი სასწავლებლების მსმენელებს მასპინძლობდა.
კადეტები კვირეულის განმავლობაში ჩართული იყვნენ სხვადასხვა შემეცნებით, კულტურულ და სპორტულ აქტივობებში.