კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სასწავლო წელი დროშის აღმართვისა და კადეტთა დაჯილდოების ღონისძიებით დაიწყო.
ცერემონიალი ლიცეუმის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. დროშის აღმართვისა და სახელმწიფო ჰიმნის შემდეგ, კადეტებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა ლიცეუმის დირექტორმა პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა.
ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიით გაგრძელდა. 2021-2022 სასწავლო წლის შედეგების მიხედვით საუკეთესო აკადემიური მოსწრების, საუკეთესო ფიზიკური მომზადებისა და საუკეთესო მსროლელი კადეტები შესაბამისი სერტიფიკატებითა და სამკერდე ნიშნებით დაჯილდოვდნენ.
ყოველი სასწავლო წლის ბოლოს, წინასწარ შედგენილი კრიტერიუმების შესაბამისად გამოვლინდებიან კადეტები, რომელთაც სასწავლო წლის დასაწყისში ხელმძღვანელი პირები საზეიმოდ გადასცემენ დამსახურებულ ჯილდოს.