კადეტებმა 8 წლის იუბილე და სწავლის დაწყება აღნიშნეს

   გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის სამხედრო ლიცეუმმა დაარსებიდან 8 წლის იუბილე და ახალი სასწავლო წლის დაწყება აღნიშა. საზეიმო ცერემონიალს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე, ლიცეუმის დირექტორო პოლკოვნიკი შალვა ძინძიბაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
 
   სამხედრო ლიცეუმის სამწყობრო მოედანზე შეკრებილ კადეტებს ლიცეუმის 8 წლის იუბილე და ახალი სასწავლო წლის დაწყება გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ მიულოცა და წარმატება უსურვა.
 
   კადეტთა სამხედრო ლიცეუმის იუბილესთან დაკავშირებით დაჯილდოების ღონისძიებაც გაიმართა. თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატებისა და ჯარების მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებისთვის ვიცე-პოლკოვნიკი ოთარ ბაბუნაშვილი მედლით „გენერალი კვინიტაძე, სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისათვის და კაპიტანი ირაკლი დეისაძე მედლით „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის“ დაჯილდოვდნენ. გამოვლინდა საუკეთესო კათედრის ხელმძღვანელი, მასწავლებელი და ინსტრუქტორი, რომლებსაც სერთიფიკატები გადაეცათ. სამკერდე ნიშნებითა და სერთიფიკატებით საუკეთესო აკადემიური მოსწრების 13, საუკეთესო მსროლელის სტატუსის მქონე 23 და საუკეთესო ფიზიკური მონაცემების მქონე 15 კადეტი, სამკერდე ნიშნებითა და სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
 
   წელს ლიცეუმში 126 კადეტი ჩაირიცხა, აქედან 22 გოგონაა.