პირველი სასწავლო კურსის კადეტი ხატია მალიშავა ჟურნალისტიკის დღისადმი მიძღვნილი კონკურსის გამარჯვებულია. ის ნომინაციაში „აქტუალური თემატიკა“ წარდგენილი ნამუშევრისთვის დიპლომითა და ცნობილი ქუთაისელი პოეტის ზურაბ კუხიანიძის ლექსების კრებულით დაჯილდოვდა.
კონკურსში ასევე მონაწილეობდნენ კადეტები ქეთევან გოგია და თეკლა კინწურაშვილი. ისინი კონკურსში აქტიური მონაწილეობისათვის სიგელებით დაჯილდოვდნენ.
კადეტები ლიცეუმის დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა მაიორმა ვაჟა ჭელიძემ დააჯილდოვა და წარმატებები უსურვა.
კონკურსი ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ორგანიზებით ჩატარდა. კადეტებს ფასილიტაციას უწევდნენ მასწავლებლები: ია დანელია და ელენე კოხრეიძე.