იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება

კადეტებმა ორბელიანების სასახლეში იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება წარმოადგინეს.
 
ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, უმაღლესი მთავარსარდალი სალომე ზურაბიშვილი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორი ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ გოლეთიანი და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
 
კადეტებმა იუნკერთა მოგონებებზე აგებული ლიტერატურული კომპოზიციით -"რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების" ნათლად დაანახეს საზოგადოებას, რომ იუნკერთა გმირობის მაგალითი თაობიდან თაობას გადაეცემა.
 
ღონისძიების დასასრულს კადეტებმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისაგან სამახსოვრო საჩუქრები მიიღეს. ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს კადეტების ანა-მარია ქებაძისა და თორნიკე კოპალიანის ნახატები გადასცა.