მეორე სასწავლო კურსის მეოთხე სასწავლო ჯგუფის კადეტებისათვის გასვლითი გაკვეთილი ჩატარდა საჩხერეში.
კადეტები იმყოფებოდნენ აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმსა და სოფელ სავანეში. გასვლითი გაკვეთილი - „აკაკი საქართველოს მგოსანი“ ერთგვარი შეჯამება იყო შესწავლილი მასალის.
მუზეუმმა კადეტები აკაკი წერეთლის 50 წლის მოღვაწეობისადმი მიძღვნილი სპეციალური გამოცემებით დაასაჩუქრა.
გაკვეთილს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები:სოფიკო ცხელიშვილი და ნინო დანგაძე უძღვებოდნენ.