ფილმის -„მთავარსარდლის დაბრუნება“ ჩვენება

ლიცეუმში გენერალ გიორგი კვინიტაძის შესახებ გადაღებული ფილმის -„მთავარსარდლის დაბრუნება“ ჩვენება გაიმართა.
 
ჩვენებას ფილმის რეჟისორი: გოგი თორაძე, სცენარისტები: ბექა ონიანი, თენგიზ თხილავა, ლიცეუმის დირექციის წარმომადგენლები, სასწავლო კურსის უფროსები და კადეტები დაესწრნენ.
 
ჩვენების დაწყებამდე ლიცეუმის დირექტორმა პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა მადლობა გადაუხადა რეჟისორს. ხაზი გაუსვა კადეტებისათვის ამ ფილმების ჩვენების მნიშვნელობას.
 
მოგვიანებით რეჟისორმა ბატონმა გოგი თორაძემ ისაუბრა გადაღების პროცესებზე და მისი რეჟისორობით გადაღებულ სამხედრო თემატიკის დოკუმენტურ ფილმებზე.
 
ფილმი ასახავს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავარსარდლის გენერალ გიორგი კვინიტაძის სირთულეებით აღსავსე ცხოვრებას საქართველოსა და საფრანგეთში. უნიკალური ფოტო და კინო-საარქივო მასალებით წარმოდგენილია გენერლის მოღვაწეობის ეპოქა.
 
ფოტო გალერეა