ექსკურსია

მეორე სასწავლო კურსის მესამე სასწავლო ჯგუფმა სადამრიგებლო პროგრამისა და პროექტ „შეიცანი საქართველო შენი“-ის ფარგლებში გურიის მხარის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერა.

ექსკურსიის ფარგლებში კადეტები იმყოფებოდნენ კურორტ ნაბეღლავში კომპანია „წყალი მარგებელის“ კუთვნილ მინერალური წყლის ჩამოსასხმელ ქარხანაში, კადეტები გაეცნენ მინერალური წყლის წარმოების სრულ ციკლს. აგრეთვე იმყოფებოდნენ ჯიხეთის დედათა მონასტერში, ნატანებში მდებარე „საქართველო მინიატურებში“ და შეკვეთილის „მუსიკალურ პარკში“.

სასწავლო ექსკურსია მიზნად ისახავს კადეტებმა გაიღრმავონ სასწავლო პროცესში მიღებული ცოდნა, შეაფასონ გურიის მხარის მნიშვნელობა საქართველოს ტურიზმში, ჯანდაცვასა და ეკონომიკაში.

ფოტო გალერეა