დედამიწის დღე

„აღვადგინოთ ჩვენი დედამიწა“ - ამ ლოზუნგით, 22 აპრილს მსოფლიოში დედამიწის დღე აღინიშნება. საერთაშორისო ღონისძიებას კადეტთა სამხედრო ლიცეუმიც შეუერთდა.
დღეს ლიცეუმის ტერიტორიაზე ლიცეუმის დირექციის წარმომადგენლებმა და კადეტებმა ნერგები დარგეს.
ლიცეუმის დირექტორმა ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა ამ დღის მნიშვნელობასა და მომავალ თაობებთან ერთად სოციალურ აქტივობებში ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება.