სამოქალაქო პერსონალის დაჯილდოების ღონისძიება

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სამოქალაქო პერსონალის დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
 
დაჯილდოების ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე გენერალ მაიორი ზაზა ჩხაიძე, თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდალი ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია, ლიცეუმის დირექტორი პოლკოვნიკი მალხაზ გოლეთიანი, მასწავლებლები, კადეტთა პირადი შემადგენლობა და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
 
ღონისძიების დაწყებამდე პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ღონისძიების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
 
თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის პირველი, მეორე და მესამე ხარისხის მედლებით 67 სამოქალაქო პირი დაჯილდოვდა.
 
დღესვე, მასწავლებელთა შეფასების შედეგად 2021-2022 სასწავლო წლის საუკეთესო მასწავლებლის ტიტული მიენიჭა ნინო დანგაძეს. მას კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორმა პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა გენერალ გიორგი კვინიტაძის სკულპტურა გადასცა და წარმატებები უსურვა პროფესიულ საქმიანობაში.
 
ფოტო გალერეა