ლიცეუმის დაჯილდოვება

5 ოქტომბერს, ქუთაისის მერიის გადაწყვეტილებით ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

საღამოზე დაჯილდოვდა ქუთაისის ღვაწლმოსილი პედაგოგები და წარმატებული სკოლები. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ტრადიციულად ულოცავს ქალაქის ყველა პედაგოგს პროფესიული დღესასწაულს. სკოლებს და სკოლამდელ დაწესებულებებს მიეცათ თავისუფლება, წარმოედგინათ თითო წარმატებული მასწავლებელი, რომელთა დაჯილდოების ცერემონიაც აღნიშნული საღამოს ფარგლებში განხორციელდა. სკოლების შერჩევა მოხდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, 2015 წლის საატესტატო გამოცდების შედეგების გათვალისწინებით. დაჯილდოვდა ის სკოლა, რომელიც საატესტატო გამოცდების ჩაბარების რეიტინგში დაიკავა ადგილი პირველ სამეულში და არ ჰყოლიათ ჩაჭრილი მოსწავლე არც ერთ საგანში.

ამ კრიტერიუმების საფუძველზე სამეულში მოხვდა სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი, ქუთაისის 41-და №1 საჯარო სკოლა. ამ ღონისძიებაზე დაჯილდოვდება კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კოლექტივი, დირექტორი პოლკოვნიკი ალექსი კეკელია და ქიმიისა და მეწარმეობის საფუძვლების პედაგოგი ქალბატონი ეკა მურუსიძე.

ღონისძიების მიზანია, მასწავლებელთა შემოქმედების თანამედროვე რეალობიდან დანახვა, მასწავლებელთა ღვაწლის დაფასება და მადლობის გადახდა საზოგადოების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის.

საღამო ახალგაზრდული თეატრალური დასის "მარჯანიშვილების" სპექტაკლით დასრულდა.