მესამე სასწვლო კურსის სასწავლო პროცესი დასრულდა

დღეს კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მესამე სასწავლო კურსის კადეტებისათვის სასწავლო პროცესი დასრულდა.
 
კადეტებმა სასწავლო წლის დასრულებასთან დაკავშირებით ღონისძიება წარმოადგინეს. ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე, ლიცეუმის დირექტორი ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ გოლეთიანი, სამხედრო მოსამსახურეები და პედაგოგები დაესწრნენ.
 
კადეტებს სიტყვით გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ მიმართა. მან კადეტებს ცხოვრების, ახალ მნიშვნელოვან ეტაპზე გადასვლა მიულოცა და წარმატებები უსურვა. ხაზი გაუსვა ლიცეუმში სწავლისა და მომავალი კარიერის არჩევაში გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელობას.
 
კადეტებმა სხვადასხვა მცირე წარმოდგენებით, სახალისო კონკურსებით, მხატვრული და მუსიკალური ნომრებით გამოხატეს მადლიერება ლიცეუმის დირექციის, პედაგოგებისა და სამხედრო მოსამსახურეებისადმი.
28 მაისს ლიცეუმში გაიმართება კურსდამთავრებულთა გამოშვებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება.
 
ფოტო გალერეა