კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სტუმრად იმყოფებოდნენ საქართველოში აკრედიტირებული სამხედრო ატაშეები.
სტუმრებს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორმა პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა და ლიცეუმის დირექციის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს. შეხვედრაზე ატაშეებს პრეზენტაციის ფორმატში მიეწოდა ინფორმაცია ლიცეუმის საქმიანობის, სტრუქტურისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა ლიცეუმის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.
საქართველოში აკრედიტებული სამხედრო ატაშეების ასოციაციის 2022 წლის შეთანხმებული გეგმით ატაშეები თავდაცვის ძალების სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებს ეწვევიან.