პედაგოგიური საბჭო

ლიცეუმის პედაგოგიური საბჭო ლიცეუმის მართვის ერთ-ერთი რგოლია, რომლის წევრები ლიცეუმის მასწავლებლები არიან. საბჭოს წევრობის უფლება აქვს ყველა მასწავლებელს, რომელიც ლიცეუმში მუშაობს და სარგებლობს ხმის უფლებით. პედაგოგიური საბჭო სამი წლის ვადით ირჩევს თავმჯდომარეს და მდივანს, რომელიც წარმართავს საბჭოს სხდომებს.

1. პედაგოგიურ საბჭოში ყველა სარგებლობს თანაბარი ხმის უფლებით. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.

2. საბჭოს წევრთა მესამედს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოიწვიოს პედაგოგიური საბჭოს სხდომა, მოითხოვოს სამერურვეო საბჭოში მათი წარმომადგენლის მოსმენა.

3. პედაგოგიური საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმების უმრავლესობით, არანაკლებ საერთო ხმების ერთი მესამედისა.

4. პედაგოგიური საბჭოს ფუნქციები: ა) ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, დირექტორის მონაწილეობით შეიმუშავებს და სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს ლიცეუმის სასწავლო გეგმებს. ბ) სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით, საფეხურებისა და საგნების შესაბამისად ამტკიცებს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ რეკომენდებული სახელმძღვანელოებიდან პედაგოგების მიერ შერჩეული, სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხას. გ) ირჩევს თავის წარმომადგენლებს სამეურვეო საბჭოში. დ) უფლებამოსილია ვადამდე გადაირჩიოს თავისი წარმომადგენელი სამეურვეო საბჭოში.

პედაგოგიური საბჭო