სწავლება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის და დამატებითი სამხედრო პროგრამის მიხედვით მიმდინარეობს, რაც ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ საგნებთან ერთად, გაძლიერებული დატვირთვით ფიზიკურ მომზადების, სამხედრო საქმის, მათემატიკის, უცხო ენებისა და ინფორმატიკის შესწავლას გულისხმობს.
ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი საგნები:
სამხედრო მომზადება;
TOEFL -ის პროგრამა;
SAT-ის პროგრამა;
თურქული ენა;
ფრანგული ენა.
სამხედრო პროგრამა მოიცავს: საცეცხლე, ტაქტიკურ, საინჟინრო, ფიზიკურ და სამწყობრო მომზადებას, ტოპოგრაფია-ნავიგაციას, პირველად სამედიცინო დახმარებას, შეიარაღებული კონფლიქტების ჰუმანიტარულ სამართალს და სამხედრო ისტორიას.
ლიცეუმში ფუნქციონირებს 6 საგნობრივი კათედრა:
№ |
კათედრის დასახელება |
კათედრის თავმჯდომარე |
1 |
ქართული ენა და ლიტერატურის კათედრა |
ლალი ლარცულიანი |
2 |
მათემატიკისა და ისტ-ის კათედრა |
ცირა ტყეშელაშვილი |
3 |
საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა |
ქალთამზე მელქაძე |
4 |
უცხო ენის კატედრა (ინგლისური, ფრანგული, თურქული, რუსული) |
თათია მარდალეიშვილი |
5 |
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრა |
ეკა მურუსიძე |
6 |
ესთეტიკური აღზრდისა და სპორტის კათედრა |
ნინო გედენიძე |