ლიცეუმის პირობები 2015-10-12 10:44:35

სასწავლო პროცესის ძირითად ფორმას წარმოადგენს გაკვეთილი, დამხმარე ფორმებს: სემინარი, ლექცია, ღია კარის დღე, სხვადასხვა სახის ღონისძიებები, კლასგარეშე და ლიცეუმის გარეშე მეცადინეობები, სამხედრო სწავლებები, საველე გასვლები, ექსკურსიები;

კადეტის კურსიდან კურსზე გადასაყვანად საჭიროა არანაკლებ 7 ქულა. სემესტრში 3 ან 3-ზე მეტ საგანში არადამაკმაყოფილებელი შეფასების მიღების შემთხვევაში ლიცეუმი იტოვებს უფლებას, კადეტის გადასაბარებელი გამოცდებისათვის მომზადება განახორციელოს ლიცეუმში ან კადეტს შეუჩეროს კადეტის სტატუსი დამშობლებმა უნდა უზრუნველყონ მისი საბუთების ლიცეუმიდან გატანა ან სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყვანა

სასწავლო წლის დამთავრებისას ორ ან ორზე მეტ საგანში არადამაკმაყოფილებელი შეფასების მიღების შემთხვევაში კადეტს უჩერდება კადეტის სტატუსი, ხოლო ერთ საგანში არადამაკმაყოფილებელი შეფასების მიღების შემთხვევაში კადეტს მიეცემა ერთხელ გადაბარების უფლება (საშემოდგომო), აღნიშნულის ვერ ჩაბარების შემთხვევაში კადეტს უწყდება კადეტის სტატუსი და მშობლებმა უნდა უზრუნველყონ მისი საბუთების ლიცეუმიდან გატანა ან სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყვანა.

 

სემესტრის ან კურსის დამთავრებისას საგნებში არადამაკმაყოფილებელი შეფასების მიღების შემთხვევში, არდადაგების პერიოდში, ლიცეუმი იტოვებს უფლებას, კადეტის გამოცდებისათვის მომზადება განახორციელოს ლიცეუმში;

 

 სამხედრო პროგრამა მოიცავს:

• ტაქტიკურ მომზადებას;

• საცეცხლე მომზადებას;

• ტოპოგრაფია/ნავიგაციას;

• სამხედრო ისტორიას;

• სამწყობრო მომზადებას;

• საველე გასვლებს;

• საინჟინრო მომზადებას;

• კავშირგაბმულობას;

• შეიარაღებული კონფლიქტების სამართალს;

• ლიდერის უნარჩვევების გამომუშავებას.

ყოველი სასწავლო წლის დაწყებამდე კადეტები ლიცეუმის სასწავლო გეგმის შესაბამისად გაივლიან სამხედრო საადაპტაციო პერიოდს:

- I სასწავლო კურსის კადეტები (ახლად ჩარიცხულები) ორი კვირის ვადით;

- მე-II და მე-III სასწავლო კურსის კადეტები ერთი კვირის ვადით;

ყოველი სასწავლო წლის დამთავრების შემდეგ I და II კურსდამთავრებული კადეტებისათვის ლიცეუმის სასწავლო გეგმის შესაბამისად ჩატარდება სამხედრო პროგრამით გათვალისწინებული; 

- თეორიულ-პრაქტიკული მეცადინეობები 2 (ორი) კვირის ვადით; 

- საველე მეცადინეობები 2 (ორი) კვირის ვადით; 

 

დამატებითი ინფორმაციები

სწავლის ხანგრძლივობაა 3 წელი - I - III კურსი (X-XII კლასი). ლიცეუმის დამთავრების შემდეგ კადეტებზე გაიცემა საწყისი სამხედრო მომზადების გავლის სერტიფიკატი, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტს მიიღებენ საქართველოს განათლებისა დ მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.

კადეტები უზრუნველყოფილი იქნებიან კვებით, საცხოვრებელი ადგილით, სამედიცინო მომსახურებით, სანივთე ქონებით, სამხედრო ფორმით და აღჭურვილობით;

სასწავლო წლის ხანგრძლივობა და სასწავლო რეჟიმი განისაზღვრება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ რეკომენდებული გრაფიკით;

სასწავლო პროცესი განისაზღვრება ხუთდღიანი სასწავლო კვირით და ორი დასვენების დღით;

სასწავლო პროცესის მსვლელობისას სასწავლებელში სადღეღამისო დარჩენა სავალდებულოა ყველა კადეტისთვის გარდა დასვენების დღეებისა; 

კადეტთა დათხოვნა განხორცილედება პარასკევს სასწავლო პროცესის დასრულებიდან კვირას გასაყრისამდე და სხვა დასვენების დღეებში;

სასწავლო მიზნებიდან გამომდინარე ლიცეუმის დირექციის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ლიცეუმში დამტკიცებული გეგმის შესაბამისად შაბათ-კვირას ჩატარდეს მიზანმიმართული სწავლებები ან ექსკურსიები;

მნახველების მიერ კადეტების ნახვის დღეებსა და საათებს ადგენს ლიცეუმის დირექცია;

კადეტის მიერ შინაგანაწესის ფარგლებში დისციპლინის ხშირი ან უხეში დარღვევის შემთხვევაში, რამაც შესაძლოა უარყოფითი გავლება მოახდინოს სხვა კადეტებზე და საერთო სასწავლო პროცესზე, კადეტს უჩერდება კადეტის სტატუსი და მშობლებმა უნდა უზრუნველყონ მისი საბუთების ლიცეუმიდან გატანა ან სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყვანა.

კადეტის ჯანმრთელობის დამძიმების შემთხვევაში, რამაც მას ხანგრძლივი პროცესით შესაძლოა ხელი შეუშალოს სწავლაში, ექიმისა და დირექციის გადაწყვეტილებით კადეტს უჩერდება კადეტის სტატუსი;

კადეტის დაბალი აკადემიური მოსწრების ან უდისციპლინობის გამო, დირექციის გადაწყვეტილებით, შესაძლოა კადეტი ლიცეუმში დატოვებული იქნას შაბათ-კვირას აღნიშნული ხარვეზების გამოსწორების მიზნით.