ჩვენი დღის განრიგი გათვლილია დროის რაციონალურად გამოყენებაზე. აქცენტი კეთდება სასწავლო პროცესსა და თვითგანვითარებაზე. დღე იწყება 06:00 საათზე, პირადი ჰიგიენისა და დილის გამამხნევებელი ვარჯიშის შემდეგ კადეტები საუზმობენ და ცხრის ნახევრიდან იწყება სასწავლო პროცესი. ყოველდღიურად აქვთ შვიდი გაკვეთილი, რომლებიც ოთხის ნახევრამდე გრძელდება. მეხუთე და მეექვსე გაკვეთილებს შორის არის 80 წუთიანი შესვენება. დროის ეს მონაკვეთი განკუთვნილია სადილისა და დასვენებისთის. საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ იწყება თვითმომზადებისა და ფიზიკური მომზადების სავალდებულო ოთხსაათიანი პერიოდი. საღამოს კადეტებს აქვთ თავისუფალი ორი საათი, რომელიც შეხედულებისამებრ შეუძლიათ განკარგონ (სპორტდარბაზი, კლუბი, ინტერნეტ კაფე, რეკრეაციული ზონა). ათ საათზე ყველა კადეტი არის საცხოვრებელ ოთახში.
იხილეთ დღის განრიგი: (
დღის განრიგი)