ლიცეუმის ისტორია 2015-10-12 11:28:22

   საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს №515 ბრძანებით ქალაქ ქუთაისში საჯარო სამართლის იურიდიული პირი - კადეტთა სამხედრო ლიცეუმი დაფუძნდა. 2010 წლის 13 სექტემბერს ლიცეუმი საზეიმოდ გაიხსნა.

   2010 წელს კადეტთა სამხედრო ლიცეუმში, ახალი სასწავლო წლისათვის, მისაღები გამოცდების შედეგად ჩაირიცხა 300 კადეტი:

I სასწავლო კურსზე (X კლასი) – 200 კადეტი;

II სასწავლო კურსზე (XI კლასი) – 100 კადეტი.

2011 წელს კადეტთა სამხედრო ლიცეუმში, ახალი სასწავლო წლისათვის, მისაღები გამოცდების შედეგად, I სასწავლო კურსზე (X კლასი) ჩაირიცხა 110 კადეტი.

2012 წლის 1 ივლისს შედგა კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კურსდამთავრებულთა I გამოშვება. ლიცეუმი დაამთავრა 78-მა კადეტმა.

2012 წელს კადეტთა სამხედრო ლიცეუმში, ახალი სასწავლო წლისათვის, მისაღები გამოცდების შედეგად, I სასწავლო კურსზე (X კლასი) ჩაირიცხა 120 კადეტი

2013 წლის 1 ივლისს შედგა კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კურსდამთავრებულთა II გამოშვება. ლიცეუმი დაამთავრა 89 კადეტმა, რომელთაგან 4 წარჩინებულ კადეტს საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული პროგრამის ფარგლებში გადაეცათ ვერცხლის მედლები.

2013 წელს კადეტთა სამხედრო ლიცეუმში, ახალი სასწავლო წლისათვის, მისაღები გამოცდების შედეგად, I სასწავლო კურსზე (X კლასი) ჩაირიცხა 120 კადეტი.

2014 წლის 3 ივნისს შედგა კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კურსდამთავრებულთა III გამოშვება. ლიცეუმი დაამთავრა 67 კადეტმა, რომელთაგან 10 წარჩინებულ კადეტს საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული პროგრამის ფარგლებში გადაეცათ 6 ოქროსა და 4  ვერცხლის მედალი.

2014  წელს კადეტთა სამხედრო ლიცეუმში, ახალი სასწავლო წლისათვის, მისაღები გამოცდების შედეგად, I სასწავლო კურსზე (X კლასი) ჩაირიცხა 120 კადეტი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 15 სექტემბრის  №72  ბრძანებით საჯარო სამართლის იურიდიული პირი - კადეტთა სამხედრო ლიცეუმს მიენიჭა ,,გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელი“ და 15 სექტემბერი დაწესდა ლიცეუმის დღედ.

2015 წლის 11 ივნისს შედგა კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კურსდამთავრებულთა IV გამოშვება. ლიცეუმი დაამთავრა 84 კადეტმა, რომელთაგან 5  წარჩინებულ კადეტს საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული პროგრამის ფარგლებში გადაეცათ 4 ოქროსა და 1  ვერცხლის მედალი.

2015  წელს კადეტთა სამხედრო ლიცეუმში, ახალი სასწავლო წლისათვის, მისაღები გამოცდების შედეგად, I სასწავლო კურსზე (X კლასი) ჩაირიცხა 126 კადეტი.

2016 წლის 24 ივნისს შედგა კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კურსდამთავრებულთა V გამოშვება. ლიცეუმი დაამთავრა 72 კადეტმა, რომელთაგან 6 წარჩინებულ კადეტს საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული პროგრამის ფარგლებში გადაეცათ 2 ოქროსა და 4  ვერცხლის მედალი.

2016  წელს კადეტთა სამხედრო ლიცეუმში, ახალი სასწავლო წლისათვის, მისაღები გამოცდების შედეგად, I სასწავლო კურსზე (X კლასი) ჩაირიცხა 126 კადეტი, მათ შორის 8 გოგო 118 ბიჭი.