ბიბლიოთეკა 2015-10-12 10:41:30

   სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ბიბლიოთეკა წარმოადგენს საინფორმაციო-ბიბლიოგრაფიული მუშაობის ცენტრს. კულტურულ-საგანმანათლებლო  და სასწავლო პროცესის ხელშემწყობს და კლასგარეშე კითხვის ორგანიზატორს.

   ლიცეუმის ბიბლიოთეკის მუშაობა აგებულია სასკოლო პროგრამებისა და პროფესიული სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად.

• ბიბლიოთეკა ავითარებს მოსწავლეებში კითხვით უნარ-ჩვევებს, დამოუკიდებლად ინფორმაციის მოძიების, ანალიტიკური აზროვნების უნარს.

• ხელს უწყობს მოსწავლეთა თვითგანვითარებას, მოქალაქეობრივი შეგნების ჩამოყალიბებას.

• ყოველწლიურად ხდება ბიბლიოთეკის შევსება  მკითველთა ინტერესების შესაბამისად. 

• ბიბლიოთეკა უზრუნველყოფს მომხმარებელს წიგნებისა და საინფორმაციო წყაროების სხვადასხვა ფორმით- მხატვრული და სამეცნიერო, ბეჭდური და ელექტრონული მასალებით.

• საბიბლიოთეკო მომსახურება და  რესურსები თანაბრად ხელმისაწვდომია ყველასათვის: მოსწავლეთათვის, პედაგოგთათვის, სკოლის პერსონალისათვის.

       სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის  კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ბიბლიოთეკა  ქმნის შესაფერის  გარემოს მოზარდთა წიგნიერების განვითარებისათვის და კულტურული, ინტელექტუალური პიროვნების აღზრდისათვის.