ხშირად დასმული კითხვები

სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მდებარეობს ქალაქ ქუთაისში, შემდეგ მისამართზე: ავტომშენებლის 51. სხვა მსგავსი ტიპის სასწავლებელი არ არის საქართველოში.
ლიცეუმი პანსიონის ტიპისაა და სასწავლო პროცესის მსვლელობისას სასწავლებელში სადღეღამისო დარჩენა სავალდებულოა ყველა კადეტისთვის; კადეტთა დათხოვნა ხორციელდება პარასკევს სასწავლო პროცესის დასრულებიდან კვირას გასაყრისამდე მათთვის სასურველ დროს. ასევე საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებში.
სწავლის ხანგრძლივობაა 3 წელი - I - III კურსი (X-XII კლასი). ლიცეუმის დამთავრების შემდეგ კადეტებზე გაიცემა საწყისი სამხედრო მომზადების გავლის სერტიფიკატი, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტს მიიღებენ საქართველოს განათლებისა დ მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.
სწავლება სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის და დამატებითი სამხედრო პროგრამის მიხედვით მიმდინარეობს. გამომდინარე აქედან ლიცეუმში ისწავლება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული ყველა საგანი.
ლიცეუმში სწავლება უფასოა. კადეტები უზრუნველყოფილი იქნებიან კვებით, საცხოვრებელი ადგილით, სამედიცინო მომსახურებით, სანივთე ქონებით, სამხედრო ფორმით და აღჭურვილობით, სასწავლო ინვენტარით.
ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულების მოსწავლე ვაჟები, რომლებიც მიმდინარე წელს დაასრულებენ ცხრა კლასს მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან ერთად უნდა გამოცხადდნენ ლიცეუმში და წარმოადგინონ ვებგვერდზე მითითებული საბუთები და წარმატებით უნდა გაიარონ მისაღები კონკურსი.
ყოველი სასწავლო წლის დასრულების შემდეგ ლიცეუმის ვებ გვერდზე განთავსდება ინფორმაცია საბუთების მიღებისა და კონკურსის ჩატარების ვადების შესახებ.
ლიცეუმში მისაღები კონკურსი მოიცავს სამ ეტაპს: 1. ფიზიკური ტესტი - (სირბილი 60მ დისტანციაზ); - ღერძზე მიზიდვა; - სირბილი 200მ დისტანციაზე; 2. ზოგადი უნარების ტესტი (შესაბამისი საფეხური) 3. სამედიცინო შემოწმება.
არა, რადგანაც ლიცეუმში მიიღებიან მოსწავლეები, რომლებიც მიმდინარე წელს (მიღების წელს) ასრულებენ საბაზო საფეხურს (ცხრა კლასს). იმის გათვალისწინებით, რომ კონკურსანტი განმეორებით კონკურსში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში უკვე იქნება საშუალო საფეხურის (მე-10 კლასის) მოსწავლე მას უკვე აღარ შეეძლება კონკურსში მონაწილეობის მიღება.
რადგანაც ლიცეუმში მიღება კონკურსის წესით ხორციელდება, ამიტომაც ბარიერი წინასწარ განსაზღვრული არ არის. ბარიერის განსაზღვრა დამოკიდებულია კონკურსანტების შედეგებზე, რაც უფრო მაღალი აქვს კონკურსანტს შედეგი, მით მეტია მისი ლიცეუმში მოხვედრის ალბათობა. ლიცეუმში მისაღებ მოსწავლეთა რაოდენობა განისაზღვრება 126 მოსწავლით. ამიტომაც ლიცეუმში ჩაირიცხებიან მაღალი შედეგის მქონე რეიტინგული სიის პირველი 126 მოსწავლე.
კდეტებს, როგორც სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებს მოუწევთ როგორც საატესტატო ასევე ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება.