მოადგილე აღმზრდელობით დარგში

სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მოადგილე აღმზრდელობით დარგში

ივანე კუხიანიძე
სამხედრო წოდება: ვიცე პოლკოვნიკი
დაბადების თარიღი: 04.12.1979 წ
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
უცხო ენები: რუსული, გერმანული

განათლება:
სამოქალაქო:
1997-2001 გაერთიანებული სამხედრო აკადემია, ისტორიული ფაკულტეტი.
სამხედრო:
1997-2001 გაერთიანებული სამხედრო აკადემია, ოფიცრის ძირითადი კურსი, მოტომსროლელი ჯარების სამეთაურო ტაქტიკური სპეციალობით.
2003 წელს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ედელვაისის სახელობის სამთო მომზადების სკოლაში ასეულის მეთაურის კურსი.
2005 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში კაპიტანთა სკოლა.
2017 წელს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გერმანულ ენის კურსი- STANAG 2/2/2/1
2017 წელს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ბატალიონის მეთაურის კურსი (სამეთაურო საშტაბო პროგრამა).

სამუშაო გამოცდილება:
05.08.1997-16.07.2001 გაერთიანებული სამხედრო აკადემია კურსანტი
2001 წლის 16 ივლისიდან საზღვაო თავდაცვის ძალების მექანიზირებული ქვეითი I ბატალიონის სადაზვერვო ოცულის მეთაურის თანამდებობაზე.
2001 წლის 19 დეკემბრიდან დაინიშნა სახმელეთო ჯარების დასავლეთის ოპერატიული ჯგუფის 21-ე ქვეითი ბრიგადის საშტაბო ასეულის მე-2 ქვეითი ოცეულის მეთაურად.
2002 წლის 30 ოქტომბრიდან დაინიშნა 21-ე ქვეითი ბრიგადის საშტაბო ასეულის ქვეითი ოცეულის მეთაურად.
2004 წლის 28 დეკემბრიდან დაინიშნა 21- მსუბუქი ქვეითი ბატალიონის, II მსუბუქი ქვეითი ოცეულის მეთაურად.
2005 წლის 26 იანვრიდან დაინიშნა 22-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მე-2 ასეულის მეთაურის მოადგილედ.
2006 წლის 23 იანვრიდან დაინიშნა ჯავშანსატანკო ბატალიონის საშტაბო და უზრუნველყოფის ასეულის მეთაურად.
2006 წლის 23 ოქტომბრიდან დაინიშნა 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის S-6-ის ოფიცრად.
2006 წლის 16 დეკემბრიდან დაინიშნა 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საშტაბო და უზრუნველყოფის ასეულის მეთაურად. 2007 წლის 16 ივლისიდან დაინიშნა უზრუნველყოფის ბატალიონის შტაბის S3-ის განყოფილების S3-ის ოფიცრად.
2007 წლის 20 აგვისტოდან დაინიშნა მე-2 ქვეითი ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის შტაბის უფროსად.
2008 წლის 16 მაისიდან დაინიშნა მე-2 ქვეითი ბრიგადის კავშირგაბმულობის ასეულის მეთაურად.
2008 წლის 7 აგვისტოდან 2008 წლის 12 აგვისტომდე მიღებული აქვს მონაწილეობა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში.
ბრძანებით 2009 წლის 29 აპრილიდან დაინიშნა მე-5 ქვეითი ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის შტაბის უფროსად.
2010 წლის 10 იანვრიდან დაინიშნა მე-5 ქვეითი ბრიგადის შტაბის G-4-ის ჯავშანსატანკო და საავტომობილო ტექნიკის ოფიცრად.
2010 წლის 9 სექტემბრიდან დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი კადეტთა სამხედრო ლიცეუმში II სასწავლო კურსის უფროსად.
2011 წლის 9 სექტემბრიდან დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი კადეტთა სამხედრო ლიცეუმის სასწავლო კურსების სასწავლო კურსის უფროსად.
2017 წლის 13 სექტემბრიდან დაინიშნა სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის სასწავლო დაგეგმარებისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსად.
2019 წლის 30 იანვრიდან დაინიშნა და დღემდე მსახურობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორის მოადგილედ აღმზრდელობით დარგში.

მიღებული ჯილდოები:
მედალი II ხარისხის „უმწიკვლო სამსახურისათვის“
მედალი I ხარისხის „უმწიკვლო სამსახურისათვის“
მედალი „გენერალი კვინიტაძე“
მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“.
NATO-ს მედალი KFOR-ის მისიაში მონაწილეობისათვის

მონაწილეობა სამშვიდობო მისიებში:
2004 წელი მონაწილეობდა კოსოვოში სამშვიდობო მისიაში - ოცეულის მეთაურად.
2007-2008 წელი მონაწილეობდა კოსოვოში სამშვიდობო მისიაში - მეკავშირე ოფიცერი.
2008 წლის 7 აგვისტოდან 2008 წლის 12 აგვისტომდე მიღებული აქვს მონაწილეობა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში.