მიღების პირობები 2015-10-12 10:46:45

ლიცეუმში მომავალ კადეტთა (მოსწავლეთა) მიღების წესი და წარმოსადგენი საბუთები:

ლიცეუმში ჩაირიცხებიან შესარჩევი კონკურსის გავლის შემდგომ, ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულების მოსწავლე გოგონები და ვაჟები, რომლებიც 2016-2017 სასწავლო წელს დაამთავრებენ საბაზო საფეხურს (IX კლასი).

საბუთების მიღება განხორციელდება სასწავლო წლის დასრულების შემდეგ  ორი კვირის მანძილზე. ზუსტი თარიღები განთავსდება ლიცეუმის ვებგვერდზე და Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე მაისის თვეში.

სასწავლო პროცესის მსვლელობისას ლიცეუმის სასწავლო პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, სხვა ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებიდან გადმოსვლა არ არის შესაძლებელი;

 

 წარმოსადგენი საბუთები:

• მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) განცხადება მოსწავლის  მიღების შესახებ;

• მოსწავლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

• დაბადების მოწმობის დედანი და ასლი;

• ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა #100);

• ცნობა ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებიდან  ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის (IX კლასი) მიმდინარე წელს დამთავრების შესახებ;

• დახასიათება ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებიდან;

• ავტობიოგრაფია;

• სურათი 3/4-ზე (2 ცალი).

 

ფიზიკური ტესტი (მეთოდური მითითებები და ნორმატივები)

მისაღები ტესტები:

ზოგადი უნარების ტესტი - შესაბამისი საფეხური;(ტესტის ნიმუში)

სამედიცინო შემოწმება. 

(ლიცეუმში მოსწავლის ჩარიცხვის და კადეტის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ)