წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე 02/01/2019 12:00 AM

   დღეს წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით კადეტები ნიკოლოზ ხურციძე და ნინო სადუნიშვილი ქუთაისში მდებარე ლიტერატურულ კლუბ ,,წიგნების თაობას“ ესტუმრნენ. კადეტებმა პედაგოგ სოფო საკანდელიძესთან ერთად პატარებისათვის მათთვის საინტერესო მოთხრობა წაიკითხეს. ბავშვები აქტიურად იყვნენ ჩართული ნაწარმოების განხილვაში. ისინი გამოხატავდნენ საკუთარ ემოციებს და დამოკიდებულებებს გმირებთან დაკავშირებით. საქართველოში უკვე მეოთხე წელია ეს დღე აღინიშნება საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით. ამ დღეს ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ მწერლები, გამომცემლობები, სასწავლო დაწესებულებები, წიგნის მაღაზიები, კულტურის ცენტრები, რიგითი მოქალაქეები. თანამედროვე ავტორები ხმამაღლა კითხულობენ ახალგაზრდებისათვის წიგნებს. მსოფლიოში ცნობილი ღონისძიება- ,,წიგნის საჯაროდ კითხვის დღე“ ორგანიზაცია LitWorld -ის ინიციატივით ყოველწლიურად 100-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. მისი მიზანია ახალგაზრდებში ლიტერატურისადმი ინტერესის გაღრმავება და წიგნის კითხვის პოპულარიზაცია.

ფოტო გალერეა