წიგნის დღე 04/23/2019 12:00 AM

   #აჩუქეწიგნი 23 აპრილი ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის ინიციატივით წიგნის დღედ გამოცხადდა. "აჩუქე წიგნი"- ამ კამპანიას კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ორგანიზაცია "წიგნების თაობასთან" ერთად შეუერთდა. ლიცეუმის მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი ავთანდილ ახვლედიანი , პედაგოგი ნინო დანგაძე, კადეტები და წიგნების თაობის პედაგოგი სოფო საკანდელიძე ქუთაისის 38-ე სკოლას ესტუმრნენ და სკოლის ბიბლიოთეკა სხვადასხვა სამეცნიერო თუ ლიტერატურული წიგნებით გაამდიდრეს. მოგვიანებით პირველი კლასის მოსწავლეებს შეხვდნენ და მათთან ერთად საბავშვო მოთხრობები წაიკითხეს.

ფოტო გალერეა