„წიგნი-ჩვენი მეგობარი“ 12/18/2018 12:00 AM

   დღეს პროექტის - ,,წიგნი-ჩვენი მეგობარი“ მეორე ეტაპი განხორციელდა. ლიტერატურული კლუბ ,,წიგნების თაობის“ პედაგოგებმა სოფო საკანდელიძემ და მიხეილ მუმლაძემ პატარებს ნოდარ დუმბაძის მოთხრობა ,,ძაღლი“ და მადონას ,,მისტერ პიბოდის ვაშლები“ წაუკითხეს. პროექტში პედაგოგებთან ერთად კადეტებიც იყვნენ ჩართულები, რომლებმაც როლური თამაშებით გააცოცხლეს ნაწარმოების ცალკეული ეპიზოდები, რამაც კიდევ უფრო გაზარდა მსმენელების დაინტერესება. შეხვედრის დასასრულ ინტელექტუალური თამაში რა?სად?როდის? გაიმართა.

ფოტო გალერეა